კონტაქტი

 

 

Banner
     
გამგეობა
   

 

კავშირის წევრთა საერთო კრების 2007 წლის 09 სექტემბერის გადაწყვეტილებით,

კავშირის გამგეობის წევრებად არჩეულნი არიან:

 

George Tumanishvili
David Chikashua
Nino Bestavashvili

გიორგი თუმანიშვილი

გამგეობის თავმჯდომარე

დავით ჩიკაშუა

გამგეობის წევრი

ნინო ბესტავაშვილი

გამგეობის წევრი

 

 

       გამგეობა არის კავშირის მმართველი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ კავშირის წევრთა საერთო კრების წინაშე.

გამგეობა:

  • ამუშავებს კავშირის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
  • შეიმუშავებს და ამტკიცებს კავშირის ორგანიზაციულ სტრუქტურას და მის შინაგანაწესს;
  • განსაზღვრავს კავშირის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
  • აცხადებს და ატარებს კონკურსებს კავშირში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
  • იღებს გადაწყვეტილებას პირის ნამდვილ წევრად ან/და ასოცირებულ წევრად მიღების შესახებ;
  • იღებს გადაწყვეტილებას პირის საპატიო წევრად მიღების შესახებ;
  • იღებს გადაწყვეტილებებს კავშირის ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, ნიშნავს და ათავისუფლებს ფილიალებისა და წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
  • აფუძნებს კავშირის საწარმოებს;
  • ამტკიცებს კავშირის შრომით პოლიტიკას;
  • გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს კავშირის სამოქმედო გეგმებსა და ანგარიშებს;
  • ისმენს და ამტკიცებს გამგეობის თავმჯდომარის ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშს;
  • ამტკიცებს კავშირის ემბლემასა და სხვა სიმბოლიკას;
  • ადგენს საწევრო შენატანის ოდენობასა და გადახდის წესს;
  • ახორციელებს კავშირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას;

       გამგეობის რეგულარული სხდომები იმართება ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს კალენდარული კვარტალის დამთავრებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. სხდომები მოიწვევა გამგეობის თავმჯდომარის მიერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გამგეობის თავმჯდომარის ინიციატივით. რიგგარეშე სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნეს გამგეობის წევრთა ორი მესამედის წერილობითი მოთხოვნით.

გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა უმრავლესობა.

       გადაწყვეტილება გამგეობის სხდომაზე მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფისას გამგეობის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს კავშირის წესდების 5.2.3. მუხლის ვ) პუნქტში განსაზღვრული საკითხი, რომლის გადასაწყვეტად აუცილებელია გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედი.

გამგეობის უფლებამოსილება, ისევე როგორც მისი თავმჯდომარის უფლებამოსილება, გრძელდება დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაც, ახალი გამგეობის არჩევამდე.

       გამგეობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ წევრთა საერთო კრებას. თუ გამგეობის წევრთა რაოდენობა 3-ზე ნაკლები აღმოჩნდა და მორიგ საერთო კრებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი, გამგეობის თავმჯდომარე (ან მისი მოვალეობის დროებით შემსრულებელი გამგეობის წევრი) დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე საერთო კრებას გამგეობის ახალ წევრთა ასარჩევად.

       გამგეობის მიერ ჩატარებული თითოეული სხდომის შემდეგ დგება ოქმი, რომელზედაც აუცილებელია გამგეობის თავმჯდომარის და სხდომის მდივნის ხელმოწერა. სხდომის მდივანი აირჩევა გამგეობის მიერ, გამგეობის წევრთა რიგებიდან ხმათა უმრავლესობით, სხდომის მიმდინარეობის შესახებ სათანადო დოკუმენტაციის შესადგენად.

 

       გამგეობის თავმჯდომარე:

       ა) ხელმძღვანელობს გამგეობის მუშაობას;

       ბ) იწვევს გამგეობის სხდომებს და თავმჯდომარეობს მათ;

       გ) იწვევს და თავმჯდომარეობს წევრთა საერთო კრებას, გარდა კავშირის წესდების 5.1.8. მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა;

       დ) კოორდინაციას უწევს კავშირის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულების საქმიანობას;

       ე) ორგანიზებას უწევს გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

       ვ) წარმოადგენს კავშირს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. იგი მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი

           წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან/ებთან სამართლებრივ ურთიერთობაში არ არის შეზღუდული.

       ზ) ხელს აწერს კავშირის დამფუძნებლის, ნამდვილი წევრის, ასოცირებული წევრისა და საპატიო წევრის მოწმობებს.

       

       გამგეობის თავმჯდომარე ასევე უფლებამოსილია:

       ა) თავისი ბრძანების საფუძველზე, დააფუძნოს კავშირის სტრუქტურული და ფუნქციური ქვედანაყოფები, დანიშნოს და

           გაათავისუფლოს მათი ხელმძღვანელები;

       ბ) დანიშნოს და გაათავისუფლოს პროგრამების დირექტორები;

       გ) დადოს გარიგებები, გასცეს მინდობილობები; გახსნას კავშირის საბანკო ანგარიშები;

       დ) გადაწყვიტოს კანონმდებლობით და კავშირის წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

 

       გამგეობის თავმჯდომარე ახორციელებს კავშირის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების ოპერატიულ მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე. იგი ხელს აწერს კავშირის ოფიციალურ, მათ შორის საფინანსო დოკუმენტებს, გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, რომლებიც სავალდებულოა კავშირის ყველა წევრისათვის და თანამშრომელისათვის.

 

 

 

   
         

 

საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე

ყველა უფლება დაცულია

  eXTReMe Tracker  

სახლი |   ჩვენ შესახებ  |    რესურსები  |    სიახლეები   |    კონტაქტი
Copyright 2005-2008 Georgian Lawyers Without Borders