რ.კ. ~ საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე~
(წესდება)
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
1.1.რეგისტრირებული კავშირი ,, საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე '' (შემდგომში - ,,კავშირი '' ) არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.2. კავშირს უფლება აქვს თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში, საარბიტრაჟო და სამედიატორო სასამართლოებში.
1.3. კავშირს შეუძლია დაიცვას და წარმოადგინოს თავისი წევრების კანონიერი ინტერესები სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
1.4. კავშირი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
1.5. კავშირს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შეუძლია გახსნას საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები, მათ შორის უცხოური ვალუტით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ბანკში. მას აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით, შტამპები, ბლანკები და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
1.6. კავშირი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.7. კავშირი იურიდიული პირის უფლებებსა და მოვალეობებს იძენს წინამდებარე წესდების დადგენილი წესით რეგისტრაციის დღიდან.
1.8. კავშირის იურიდიული მისამართია: ლესია უკრაინკას ქ. #3, ოფისი #4, 0108 ქ. თბილისი, საქართველო.
1.9. კავშირი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
მუხლი 2.
კავშირის სრული და შემოკლებული სახელწოდება.
კავშირის დამფუძნებლები
2.1. კავშირის სრული და შემოკლებული სახელწოდებაა:
ა) ქართულად:
_ რეგისტრირებული კავშირი ,,საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე '' ;
_ რკ ,,სისგ~
ბ) ლათინური ტრანსკრიფციით:
- Registered Union "Georgian Lawyers Without Borders";
- RU GLWB;
2.2. კავშირის დამფუძნებლები არიან:
ა) გიორგი თუმანიშვილი (დაბადებული 04.07.1980 წ. რუსეთში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ლესია უკრაინკას ქუჩა #3, იურისტი);
ბ) დავით ჩიკაშუა (დაბადებული 14.09.1978 წ. ქუთაისში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, კრწანისის ქუჩა #8, კორპუსი #4, იურისტი);
გ) ნინო ბესტავაშვილი (დაბადებული 23.10.1981 წ. თბილისში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, შმიდტის ქუჩა #34, მენეჯერ-ეკონომისტი).
დ) მარიამ მელიქიშვილი (დაბადებული 24.10.1983 წ. თბილისში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა #1, ბინა #37, ფილოლოგი).
ე) გიორგი გზირიშვილი (დაბადებული 14.11.1984 წ. თბილისში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მე-3 მიკრორაიონი, კორპუსი #10, ბინა #103, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი).
მუხლი 3.
კავშირის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
3.1.1. კავშირის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
3.1.2. კავშირის ამოცანებია:
ა) საქართველოში არსებული სამართლებრივი მომსახურების სპექტრის გაზრდა;
ბ) საქართველოსთვის თვისობრივად ახალი სამართლებრივი მომსახურების სახეების დამკვიდრება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
გ) დაინტერესებულ პირთათვის კვალიფიციური საექსპერტო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
დ) რასობრივი, ეთნიკური, გენდერული, რელიგიური, ენობრივი, პოლიტიკური, სოციალური და სექსუალურ უმცირესობათა ინტერესების დაცვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სტრატეგიების შემუშავება და მათი შემდგომი იმპლემენტაცია;
ვ) კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ხელშეწყობა;
ზ) საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება;
თ) ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ი) ლტოლვილთა და დევნილთა უფლებების დაცვა;
კ) ბავშვის უფლებათა დაცვა;
ლ) ქალთა უფლებათა დაცვა;
მ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებათა დაცვა;
ნ) პრობაციონერთა უფლებათა დაცვა;
ო) ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი;
პ) მიგრაციული პროცესების კვლევა და თრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;
ჟ) წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლა;
რ) ახალგაზრდების საზოგადოებრივი აქტიურობის გაზრდის ხელშეწყობა;
ს) კონფლიქტების პრევენცია და მათი მოგვარების ხელშეწყობა, ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება და იმპლემენტაცია.
3.2. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად და ჩამოთვლილი ამოცანების გადასაწყვეტად კავშირი განახორციელებს მრავალმხრივ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოემსახურება კავშირის მიზნებს და ამოცანებს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით. ამასთანავე, კავშირი განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
ა) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ყოველმხრივი სამართლებრივი დახმარებისა და მომსახურების გაწევა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობა;
გ) კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება;
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ე) სტრატეგიულ-დაგეგმარებითი საქმიანობა;
ვ) საგამომცემლო საქმიანობა;
ზ) უახლესი ტექნოლოგიების, მეცნიერული მიღწევების დანერგვა/გამოყენება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უფლებათა განხორციელების პროცესში;
თ) საგანმანათლებლო საქმიანობა როგორც პირდაპირი ასევე, ინოვაციური და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით.
მუხლი 4.
კავშირის წევრები და მათი უფლება-მოვალეობები
4.1. ვინაიდან კავშირი თავის საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო მასშტაბით და არ არის შეზღუდული საქართველოს ტერიტორიით, ხოლო კავშირის წევრები შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ და იქ ეწეოდნენ თავიანთ საქმიანობას, კავშირის სტრუქტურული ერთეულების ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის (წევრთა საერთო კრება, გამგეობის სხდომა) კავშირი ითვალისწინებს წევრთა შემდეგ კატეგორიებს: დამფუძნებელი წევრები, ნამდვილი წევრები, ასოცირებული წევრები და საპატიო წევრები.
4.2. კავშირის დამფუძნებელი წევრი
4.2.1 კავშირის დამფუძნებელი წევრები არიან ის პირები, რომლებიც აფუძნებენ კავშირს და ხელს აწერენ წინამდებარე წესდებას.
4.2.2. დამფუძნებელ წევრებსა და ნამდვილ წევრებს აქვთ იდენტური უფლება-მოვალეობანი.
4.3. კავშირის ნამდვილი წევრი
4.3.1 კავშირის ნამდვილი წევრი შეიძლება გახდეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე იურიდიული პირი.
4.3.2. კავშირის ნამდვილი წევრობის მსურველი პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს კავშირის გამგეობას. აღნიშნული განცხადება უნდა იყოს შედგენილი კავშირის გამგეობის თავმჯდომარის სახელზე, მას უნდა ერთვოდეს: კავშირის გამგეობის არანაკლებ ერთი წევრის რეკომენდაცია, დახასიათება უკანასკნელი ან არსებული სამუშაო ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან /იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს/, სამოტივაციო წერილი და შრომითი ბიოგრაფია (ჩV) /ფიზიკური პირისათვის/. იმ შემთხვევაში თუ კავშირის ნამდვილი წევრობის მსურველი იურიდიული პირია, მან განცხადებასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იურიდიული პირის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და სამოტივაციო წერილი.
4.3.3. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან პირველივე სხდომაზე. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გასცემს კავშირის ნამდვილი წევრის მოწმობას .
4.3.4. კავშირის ნამდვილ წევრს უფლება აქვს:
ა) ატაროს კავშირის სიმბოლიკა;
ბ) ისარგებლოს კავშირის ბიბლიოთეკით და კავშირის ტექნიკური საშუალებებით, ასევე ელექტრონულ მონაცემთა ბაზებით (მომხმარებლის დონეზე და უფლებებით);
გ) მიიღოს სრული ინფორმაცია კავშირის საქმიანობის შესახებ;
დ) მიიღოს კავშირის მიერ გამოცემული ბეჭდვითი პროდუქციის ეგზემპლარი;
ე) მონაწილეობდეს კავშირის წევრთა საერთო კრების მუშაობაში;
ვ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კავშირის ხელმძღვანელ, მმართველ და წარმომადგენლობით ორგანოებში, აგრეთვე არჩეულ/დანიშნულ იქნეს კავშირში არსებულ ნებისმიერ თანამდებობაზე;
ზ) მიიღოს მონაწილეობა კავშირის მიმდინარე საქმიანობაში;
თ) მიიღოს მონაწილეობა კავშირის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაში.
4.3.5. კავშირის ნამდვილი წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას კავშირის წესდებით დადგენილი სამართალმდგომარეობანი;
ბ) დაიცვას კავშირის შიდა რეგულირების აქტები;
გ) გაუფრთხილდეს კავშირის სიმბოლიკას, ღირსებასა და ავტორიტეტს;
დ) გაუფრთხილდეს კავშირის ბალანსზე მყოფ ქონებას.
4.4. კავშირის ასოცირებული წევრი
4.4.1. კავშირის ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე იურიდიული პირი.
4.4.2. კავშირის ასოცირებული წევრობის მსურველი პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს კავშირის გამგეობას. აღნიშნული განცხადება უნდა იყოს შედგენილი კავშირის გამგეობის თავმჯდომარის სახელზე, მას უნდა ერთვოდეს: სულ მცირე კავშირის ორი ნამდვილი წევრის რეკომენდაცია, დახასიათება უკანასკნელი ან არსებული სამუშაო ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან /იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს/, სამოტივაციო წერილი და შრომითი ბიოგრაფია (ჩV) /ფიზიკური პირისათვის/. იმ შემთხვევაში თუ კავშირის ასოცირებული წევრობის მსურველი იურიდიული პირია, მან განცხადებასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იურიდიული პირის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და სამოტივაციო წერილი.
4.4.3. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან პირველივე სხდომაზე. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გასცემს კავშირის ასოცირებული წევრის მოწმობას .
4.4.4. კავშირის ასოცირებული წევრი სარგებლობს კავშირის ნამდვილი წევრისათვის წინამდებარე წესდების 4.3.4. მუხლის ა), ბ), გ), დ) და ზ) პუნქტებით მინიჭებული უფლებებით. მას ასევე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კავშირის წევრთა საერთო კრების მუშაობაში და კავშირის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაში სათათბირო ხმის უფლებით. ასოცირებული წევრი მონაწილეობას არ იღებს კავშირის წევრთა საერთო კრების მიერ ჩატარებულ კენჭისყრაში.
4.4.5. ასოცირებულ წევრზე, ვალდებულებათა მოცულობის ასპექტში ვრცელდება წინამდებარე წესდების 4.3.5 მუხლით, კავშირის ნამდვილი წევრისათვის დადგენილი ყველა სამართალმდგომარეობა.
4.5. კავშირის საპატიო წევრი
4.5.1. კავშირის საპატიო წევრი შეიძლება გახდეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე.
4.5.2. პირისათვის საპატიო წევრობის მინიჭება ხდება კავშირის გამგეობის მიერ, გამგეობის ერთ-ერთი წევრის წარდგინების საფუძველზე, პირველივე სხდომაზე. ამასთან აუცილებელია გამგეობისათვის წარმოდგენილ იქნას კავშირის საპატიო წევრის კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წევრობის მინიჭების შესახებ.
4.5.3. კავშირის საპატიო წევრზე ვრცელდება კავშირის ნამდვილი წევრისათვის მინიჭებული ყველა ის უფლებამოვალეობა, რომლებიც ასახულია წინამდებარე წესდების 4.3.4 და 4.3.5 მუხლებში. გარდა ამისა, საპატიო წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კავშირის გამგეობის სხდომებში. ამასთანავე, ყველა შესაბამის შემთხვევაში მას აქვს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება.
4.5.4. კავშირის საპატიო წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი თქვას საპატიო წევრობაზე. ამისათვის საკმარისია მისი წერილობითი განცხადება გამგეობის სახელზე.
4.6. კავშირის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
4.6.1. კავშირის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) სასამართლოს მიერ, მისი ქმედუუნაროდ ცნობისას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
გ) გარდაცვალებისას.
დ) კავშირის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით (წევრის გარიცხვისას);
4.7. კავშირის წევრი კავშირის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გაირიცხება კავშირიდან, თუ:
ა) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კავშირის მიზნებს;
ბ) იგი უხეშად არღვევს წინამდებარე წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
4.8. გარიცხულ წევრს უფლება აქვს, გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.
მუხლი 5.
კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურა
5.1.1. კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (შემდგომში _ ~საერთო კრება~).
5.1.2. კავშირის წევრთა საერთო კრებას იწვევს კავშირის გამგეობა სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ან ნებისმიერ დროს, როდესაც ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს. რიგგარეშე საერთო კრება აგრეთვე შესაძლებელია მოწვეულ იქნას წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს კრების დღის წესრიგი.
5.1.3. გამგეობა ვალდებულია კრების მოწვევის შესახებ კავშირის ყველა წევრს აცნობოს წერილობით (წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის წერილობით შეტყობინებად ასევე მიიჩნევა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება, რომლის მიმღები-ადრესატი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სამი დღისა აცნობოს შეტყობინების გამომგზავნ პირს შეტყობინების მიღების შესახებ) ან კავშირის ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით კრებამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე მაინც.
5.1.4. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კავშირის ნამდვილ წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. კრება ყველა გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით.
5.1.5.1. კავშირის წევრთა საერთო კრება:
ა) განსაზღვრავს კავშირის მიზნებს;
ბ) ამტკიცებს კავშირის წესდებას და მასში ცვლილებების შეტანას;
გ) განსაზღვრავს გამგეობის წევრთა რაოდენობას; ირჩევს გამგეობის წევრებს; უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მათ უფლებამოსილება;
დ) საჭიროების შემთხვევაში ქმნის და ირჩევს კომისიას/ებს/, განიხილავს მის/მათ/ მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგებს და ამტკიცებს ანგარიშებს;
ე) ისმენს და ამტკიცებს გამგეობის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიშს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას კავშირის ნებისმიერი წევრის კავშირიდან გარიცხვის შესახებ;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
5.1.5.2. საერთო კრება ასევე წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით სხვა ორგანოთა უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება.
5.1.6. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილება კავშირის წესდების შეცვლის თაობაზე â ორი მესამედის უმრავლესობით, ამასთან, კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს კავშირის ყველა ნამდვილი წევრის ხმათა არანაკლებ ოთხ მეხუთედს.
5.1.7. იმ წევრებს, რომლებიც არ ესწრებიან საერთო კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.
5.1.8. კავშირის წევრთა საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომელზედაც აუცილებელია კრების თავმჯდომარისა და კრების მდივნის ხელმოწერა. კავშირის წევრთა საერთო კრებას თავმჯდომარეობს კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთო კრებამ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს გამგეობის წევრის/ების/ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ შემთხვევეაში წევრთა საერთო კრების თავმჯდომარე აირჩევა კავშირის წევრთა რიგებიდან საერთო კრების მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ კრების თავმჯდომარეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გამგეობის წევრი. კრების მდივანი, აირჩევა კავშირის წევრთა რიგებიდან საერთო კრების მიერ, ხმათა უმრავლესობით. მდივანი აირჩევა კრების მიმდინარეობის შესახებ სათანადო დოკუმენტაციის შესადგენად.
5.2.1. კავშირის წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში კავშირის ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომელიც შედგება არანაკლებ სამი და არაუმეტეს შვიდი წევრისაგან . გამგეობა აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით.
5.2.2. გამგეობა არის კავშირის მმართველი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ კავშირის წევრთა საერთო კრების წინაშე.
5.2.3. კავშირის გამგეობა:
ა) ამუშავებს კავშირის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს კავშირის ორგანიზაციულ სტრუქტურას და მის შინაგანაწესს;
გ) განსაზღვრავს კავშირის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
დ) აცხადებს და ატარებს კონკურსებს კავშირში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
ე) იღებს გადაწყვეტილებას პირის ნამდვილ წევრად ან/და ასოცირებულ წევრად მიღების შესახებ;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას პირის საპატიო წევრად მიღების შესახებ;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს კავშირის ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, ნიშნავს და ათავისუფლებს ფილიალებისა და წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
თ) აფუძნებს კავშირის საწარმოებს;
ი) ამტკიცებს კავშირის შრომით პოლიტიკას;
კ) გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს კავშირის სამოქმედო გეგმებსა და ანგარიშებს;
ლ) ისმენს და ამტკიცებს გამგეობის თავმჯდომარის ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშს;
მ) ამტკიცებს კავშირის ემბლემასა და სხვა სიმბოლიკას;
ნ) ადგენს საწევრო შენატანის ოდენობასა და გადახდის წესს;
ო) ახორციელებს კავშირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას;
5.2.4. გამგეობის რეგულარული სხდომები იმართება ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს კალენდარული კვარტალის დამთავრებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. სხდომები მოიწვევა გამგეობის თავმჯდომარის მიერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გამგეობის თავმჯდომარის ინიციატივით. რიგგარეშე სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნეს გამგეობის წევრთა ორი მესამედის წერილობითი მოთხოვნით.
5.2.5. გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა უმრავლესობა.
5.2.6. გადაწყვეტილება გამგეობის სხდომაზე მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფისას გამგეობის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს წინამდებარე წესდების 5.2.3. მუხლის ვ) პუნქტში განსაზღვრული საკითხი, რომლის გადასაწყვეტად აუცილებელია გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედი.
5.2.7. გამგეობის უფლებამოსილება, ისევე როგორც მისი თავმჯდომარის უფლებამოსილება, გრძელდება დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაც, ახალი გამგეობის არჩევამდე.
5.2.8. გამგეობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ წევრთა საერთო კრებას. თუ გამგეობის წევრთა რაოდენობა 3-ზე ნაკლები აღმოჩნდა და მორიგ საერთო კრებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი, გამგეობის თავმჯდომარე (ან მისი მოვალეობის დროებით შემსრულებელი გამგეობის წევრი) დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე საერთო კრებას გამგეობის ახალ წევრთა ასარჩევად.
5.2.9. გამგეობის მიერ ჩატარებული თითოეული სხდომის შემდეგ დგება ოქმი, რომელზედაც აუცილებელია გამგეობის თავმჯდომარის და სხდომის მდივნის ხელმოწერა. სხდომის მდივანი აირჩევა გამგეობის მიერ, გამგეობის წევრთა რიგებიდან ხმათა უმრავლესობით, სხდომის მიმდინარეობის შესახებ სათანადო დოკუმენტაციის შესადგენად.
5.3.1. გამგეობის თავმჯდომარე აირჩევა გამგეობის მიერ, გამგეობის წევრთა რიგებიდან, ხმათა უმრავლესობით, ორი წლის ვადით. გამონაკლისს ამ წესიდან წარმოადგენს კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პირველი არჩევა. კავშირის საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე გამგეობის პირველი თავმჯდომარე აირჩევა კავშირის დამფუძნებელ წევრთა მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით. გამგეობის თავმჯდომარე ზედიზედ შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ ორჯერ.
5.3.2. გამგეობის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს გამგეობის მუშაობას;
ბ) იწვევს გამგეობის სხდომებს და თავმჯდომარეობს მათ;
გ) იწვევს და თავმჯდომარეობს წევრთა საერთო კრებას, გარდა ამ წესდების 5.1.8. მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა;
დ) კოორდინაციას უწევს კავშირის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულების საქმიანობას;
ე) ორგანიზებას უწევს გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;
ვ) წარმოადგენს კავშირს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. იგი მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან/ებთან სამართლებრივ ურთიერთობაში არ არის შეზღუდული.
ზ) ხელს აწერს კავშირის დამფუძნებლის, ნამდვილი წევრის, ასოცირებული წევრისა და საპატიო წევრის მოწმობებს.
5.3.3. გამგეობის თავმჯდომარე ასევე უფლებამოსილია:
ა) თავისი ბრძანების საფუძველზე, დააფუძნოს კავშირის სტრუქტურული და ფუნქციური ქვედანაყოფები, დანიშნოს და გაათავისუფლოს მათი ხელმძღვანელები;
ბ) დანიშნოს და გაათავისუფლოს პროგრამების დირექტორები;
გ) დადოს გარიგებები, გასცეს მინდობილობები; გახსნას კავშირის საბანკო ანგარიშები;
დ) გადაწყვიტოს კანონმდებლობით და კავშირის წესდებით გათვალისწინებული სხვა
საკითხები.
5.3.4. გამგეობის თავმჯდომარე ახორციელებს კავშირის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების ოპერატიულ მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე. იგი ხელს აწერს კავშირის ოფიციალურ, მათ შორის საფინანსო დოკუმენტებს, გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, რომლებიც სავალდებულოა კავშირის ყველა წევრისათვის და თანამშრომელისათვის.
5.3.5. გამგეობის თავმჯდომარე ვალდებულია ათი წლის განმავლობაში შეინახოს კავშირის საქმიანობაზე კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
5.3.6. გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს კავშირის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით.
5.4. კავშირის გამგეობის წევრები არიან:
ა) გიორგი თუმანიშვილი (დაბადებული 04.07.1980 წ. რუსეთში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ლესია უკრაინკას ქუჩა #3, იურისტი);
ბ) დავით ჩიკაშუა (დაბადებული 14.09.1978 წ. ქუთაისში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, კრწანისის ქუჩა #8, კორპუსი #4, იურისტი);
გ) ნინო ბესტავაშვილი (დაბადებული 23.10.1981 წ. თბილისში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, შმიდტის ქუჩა #34, მენეჯერ-ეკონომისტი).
მუხლი 6.
კავშირის ქონება, სამეურნეო საქმიანობა და პასუხისმგებლობა
6.1. კავშირს უფლება აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარმართოს/განახორციელოს სამეწარმეო და სამეურნეო საქმიანობა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათი.
6.2. კავშირის ქონებას შეადგენს წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის საჭირო ძირითადი ფონდები, საბრუნავი სახსრები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია კავშირის დამოუკიდებელ ბალანსში.
6.3. კავშირის ფინანსური სახსრების წარმოქმნის წყაროებია:
ა) გრანტები, ნებაყოფლობითი საქველმოქმედო შენატანები და შემოწირულობანი;
ბ) კავშირის მიერ მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები.
გ) კავშირის მონაწილეობით ან მის მიერ შექმნილი საწარმოების მიერ მიღებული შემოსავლები.
დ) სხვა წყაროები, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
6.4. კავშირის სამეწარმეო და სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგება კავშირის წევრთა შორის არ განაწილდება და იგი გამოიყენება მხოლოდ კავშირის საწესდებო მიზნების მისაღწევად.
მუხლი 7.
კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
7.1. კავშირის საქმიანობა წყდება:
ა) კავშირის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7.2. კავშირის საქმიანობა წყდება მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით.
7.3. ლიკვიდაციას ახორციელებს კავშირის გამგეობა.
7.4. ლიკვიდაციისას კავშირის ქონება ნაწილდება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან მსგავსი მიზნებისა და საქმიანობის მქონე არასამეწარმეო იურიდიული პირები.
7.5. ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.
მუხლი 8.
სხვა დებულებანი
8.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მისი რეგისტრაციის დღიდან.
8.2. თუ წინამდებარე წესდების რომელიმე დებულებამ ძალა დაკარგა, ეს არ ვრცელდება ამ წესდების სხვა დებულებებზე.
8.3. წესდების მუხლებს წანამძღვრებული აქვს სათაურები წესდების ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ეს სათაურები არ მიიჩნევა ამ წესდების რომელიმე დებულების განმსაზღვრელად, შემცვლელად ან განმმარტებლად.
|