კონტაქტი

 

 

Banner
     
საერთო კრება
   

 

კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება

 

        კავშირის წევრთა საერთო კრებას იწვევს კავშირის გამგეობა სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ან ნებისმიერ დროს, როდესაც ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს. რიგგარეშე საერთო კრება აგრეთვე შესაძლებელია მოწვეულ იქნას წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს კრების დღის წესრიგი.

 

        გამგეობა ვალდებულია კრების მოწვევის შესახებ კავშირის ყველა წევრს აცნობოს წერილობით (წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის წერილობით შეტყობინებად ასევე მიიჩნევა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება, რომლის მიმღები-ადრესატი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სამი დღისა აცნობოს შეტყობინების გამომგზავნ პირს შეტყობინების მიღების შესახებ) ან კავშირის ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით კრებამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე მაინც.

 

        საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კავშირის ნამდვილ წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. კრება ყველა გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით.

 

      კავშირის წევრთა საერთო კრება:

        განსაზღვრავს კავშირის მიზნებს

        ამტკიცებს კავშირის წესდებას და მასში ცვლილებების შეტანას

        განსაზღვრავს გამგეობის წევრთა რაოდენობას ირჩევს გამგეობის წევრებს უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მათ

        უფლებამოსილება

        საჭიროების შემთხვევაში ქმნის და ირჩევს კომისიას/ებს/, განიხილავს მის/მათ/ მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგებს და

        ამტკიცებს ანგარიშებს         ისმენს და ამტკიცებს გამგეობის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიშს

        იღებს გადაწყვეტილებას კავშირის ნებისმიერი წევრის კავშირიდან გარიცხვის შესახებ

        იღებს გადაწყვეტილებას კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ

        საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილება კავშირის წესდების შეცვლის

        თაობაზე ორი მესამედის უმრავლესობით, ამასთან, კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს კავშირის

        ყველა ნამდვილი წევრის ხმათა არანაკლებ ოთხ მეხუთედს.

 

        იმ წევრებს, რომლებიც არ ესწრებიან საერთო კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი

        უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.

 

        კავშირის წევრთა საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომელზედაც აუცილებელია კრების თავმჯდომარისა და კრების მდივნის ხელმოწერა. კავშირის წევრთა საერთო კრებას თავმჯდომარეობს კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთო კრებამ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს გამგეობის წევრის/ების/ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ შემთხვევეაში წევრთა საერთო კრების თავმჯდომარე აირჩევა კავშირის წევრთა რიგებიდან საერთო კრების მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ კრების თავმჯდომარეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გამგეობის წევრი. კრების მდივანი, აირჩევა კავშირის წევრთა რიგებიდან საერთო კრების მიერ, ხმათა უმრავლესობით. მდივანი აირჩევა კრების მიმდინარეობის შესახებ სათანადო დოკუმენტაციის შესადგენად.

   
         

 

საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე

ყველა უფლება დაცულია

  eXTReMe Tracker  

სახლი |   ჩვენ შესახებ  |    რესურსები  |    სიახლეები   |    კონტაქტი
Copyright 2005-2008 Georgian Lawyers Without Borders