კონტაქტი

 

 

Banner
     
ჩვენი მისია
   

 

საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე
მუდამ თქვენს სამსახურში

 

ორგანიზაცია დაკომლექტებულია საქართველოში და საზღვარგარეთ მომუშავე პრაქტიკოსი, კვალიფიციური იურისტებით. ამგვარად ორგანიზაციის საქმიანობის არეალი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოში მოქმედი იურიდული პირებისა თუ მცხოვრები ფიზიკური პირების სამართლებრივი მომსახურებით უზრუნველყოფით.


ჩვენ ვთავაზობთ ფიზიკურ და იურიდული პირებს კვალიფიციური იურიდიული მომსახურების სრულ პაკეტს:
ვღებულობთ მონაწილეობას საქმიანი მოლაპარაკებების თქვენი სამართლებრივი და ბიზნეს ხასიათის ინტერესების საკეთილდღეოდ წარმართვაში;


ვმუშაობთ ინდივიდუალური და მრავალჯერადი გამოყენების ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულებების შექმნასა და მის დანერგვის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებებით. გთავაზობთ ყველა სახისა თუ ტიპის ხელშეკრულების სამართლებრივ ანალიზს.


შეგვიძლია შევქმნათ ინდივიდუალური, თქვენი ორგანიზაციისათვის ზუსტად მორგებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და შემდგომ გავმართოთ სამართლებრივი ხასიათის ყველა დეტალი, იმისათვის, რომ თქვენს ორგანიზაციას არ შეექმნას (აცილებულ იქნას) სამართლებრივი ხასიათის პრობლემები.


ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობენ ვიწროდ სპეციალიზირებული პროფესიონალი იურისტები, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ფიზიკურ და იურიდიული პირთა კონსულტირება ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
 დაინტერესებულ პირებს ვუზრუნველყოფთ საექსპერტო მომსახურებით.

 

ჩვენი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

ჩვენი ამოცანებია:

• საქართველოში არსებული სამართლებრივი მომსახურების სპექტრის გაზრდა;
• საქართველოსთვის თვისობრივად ახალი სამართლებრივი მომსახურების სახეების დამკვიდრება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
• დაინტერესებულ პირთათვის კვალიფიციური საექსპერტო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
• რასობრივი, ეთნიკური, გენდერული, რელიგიური, ენობრივი, პოლიტიკური და სოციალურ უმცირესობათა ინტერესების დაცვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
• სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სტრატეგიების შემუშავება და მათი შემდგომი იმპლემენტაცია;
• კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ხელშეწყობა;
• საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება;
• ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
• ლტოლვილთა და დევნილთა უფლებების დაცვა;
• ბავშვის უფლებათა დაცვა;
• ქალთა უფლებათა დაცვა;
• თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებათა დაცვა;
• პრობაციონერთა უფლებათა დაცვა;
• ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი;
• წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლა;

 

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად და ჩამოთვლილი ამოცანების გადასაწყვეტად საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე განახორციელებს მრავალმხრივ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოემსახურება კავშირის მიზნებს და ამოცანებს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით. ამასთანავე, ორგანიზაცია განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

 

• საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ყოველმხრივი სამართლებრივი დახმარებისა და მომსახურების გაწევა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
• კანონშემოქმედებითი საქმიანობა;
• კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება;
• სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
• სტრატეგიულ-დაგეგმარებითი საქმიანობა;
• საგამომცემლო საქმიანობა;
• უახლესი ტექნოლოგიების, მეცნიერული მიღწევების დანერგვა/გამოყენება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უფლებათა განხორციელების პროცესში;
• საგანმანათლებლო საქმიანობა როგორც პირდაპირი ასევე, ინოვაციური და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით.

   
         

 

საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე

ყველა უფლება დაცულია

  eXTReMe Tracker  

სახლი |   ჩვენ შესახებ  |    რესურსები  |    სიახლეები   |    კონტაქტი
Copyright 2005-2008 Georgian Lawyers Without Borders